|
საზოგადოებრივი საქმიანობა:
• სამეცნიერო-საგანმანათლებლო
ცენტრი - ქართველური ენა და კულტურა (დამფუძნებელი და სამეცნიერო
საბჭოს თავმჯდო-მარე); ამ ცენტრის ფორმატით 2000-2003 წლებში პროფ.
ტ.ფუტკარაძის მიერ მომზადდა და დასავლეთ საქართველოს (სამე-გრელო,
იმერეთი, აჭარა...) სკოლების მასწავლებელთათვის ჩა-ტარდა სემინარები
სკოლის მასწავლებლებისათვის შემდეგი თემე-ბის მიხედვით:
_ ენისა და დიალექტის გამიჯვნის პრობლემა და ეროვნულობის საკითხი;
_ დიდი კოლხური ცივილიზაცია (საზღვრები, ენა , დედაქალაქი);
_ ბაბილონის გოდოლი _ ენების აღრევის ფილოსოფიური არსი და ქართ-ველთა
ბიბლიური წინაპრები;
_ ქრისტიანობის არსი; ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში;
_ იოვანე ლაზი და პეტრე იბერი;
_ ქართული სამწიგნობრო ენის ისტორია: ფუძე დიალექტის საკითხი,
პერი-ოდიზაცია,
ქართველურ დიალექტებთან მიმართება;
_ ცდუნება - ზოგადსაკაცობრიო პრობლემა და ილიას “განდეგილი”;
_ ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების ისტორიული
საფუძვლები და თანამედროვე იმპერიების იდეოლოგიური დივერსიები...
• საქართველოს სკოლების სამეურვეო საბჭოების ასოციაცია (დამფუძნებელი
და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე); ამ ორ-განიზაციის ფორმატით
განხორციელდა რამდენიმე პროექტი:
_ "სოციალური ინტეგრაციის ცენტრი მესხი რეპატრიანტებისათვის"
(2005-2006; დაფინანსდა საქართველოში ევროკომისიის წარმო-მადგენლობის
მიერ); პარტნიორი ორგანიზაცია "ტოლერანტი. პრო-ექტის ფარგლებში პროფ.
ტარიელ ფუტკარაძის მიერ იანეთის მესხთა დასახლებაში მოსახლეობისთვის
ჩატარდა სემინარები / ტრეინინგები შემდეგი თემების მიხედვით:
- ძველი წინა აზია და მუშქების ქვეყანა; მუშქები, მოსხები, მესხები;
- სრულიად ქართლი ძვ.წ. II ათასწლეულის შუა პერიოდიდან I ათასწლეულის
შუა პერიოდამდე;
- ქართველური ტომები წელთაღრიცხვათა მიჯნაზე;
- ისტორიული მესხეთი და სრულიად ქართლის აღორძინება ახ.წ. VIII
საუკუნიდან;
- ენობრივი სიტუაცია ძვ.წ. III-II ათასწლეულების ანატოლია-კავკასიაში
და საერთოქართველური ენა;
- ქართველთა სამწიგნობრო ენის ისტორიის საკითხები: ქართვე-ლური
სამწიგნობრო ენის საყრდები ენობრივი სისტემა;
- ქართველთა სამწიგნობრო ენის ისტორიის საკითხები: ქართული დამწერლობის
ისტორია;
- ქართველთა თანამედროვე დიალექტები;
- მესხეთის ტრაგედია: საქართველო - ოსმალეთის, რუსეთისა და სპარსეთის
დაპირისპირების ასპარეზი XVI-XX საუკუნეებში; მუ-ჰაჯირობა და სომეხთა
ჩამოსახლება;
- მესხეთის დარბევა 1918-21 წლებში;
- სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის დეპორტაცია რუსეთის კომუნის-ტური
იმპერიის მიერ 1944 წელს და ზემო იმერელთა ჩამოსახ-ლება...
_ 2005 წლის მარტში "საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასო-ციაციამ"
მონაწილეობა მიიღო ”მერსი ქორის” პროექტში: "გაუმჯობე-სებული სკოლა";
"საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოციაციამ" ამ პროექტის ფარგლებში
ჩაატარა ტრეინინგები თემაზე: "სკოლების სამეურვეო საბჭოების მართვა";
ტრეინინგი ჩაუტარდათ რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის 41 სკოლის 82
წარმომადგენლს (1 მშო-ბელი, 1 პედაგოგი); ტრეინინგის თემები (მასალები
მომზადდა ტ.ფუტკარაძისა და ხ.ჯავახაძის მიერ):
ო ამერიკის სკოლის საბჭოს წევრთა მუშაობის წარმატებული მა-გალითები;
ო სამეურვეო საბჭოს წევრის პრაქტიკული საქმინობა;
ო სამეურვეო საბჭოს საქმიანობის დაგეგმვისა მუდმივი განვი-თარება;
ო სკოლის მართვაში საზოგადოების (თემის) აქტიური ჩართვა;
ო სამეურვეო საბჭოს წევრთა ლიდერობა და გუნდური მუშაობის პრინციპები;
ო სამეურვეო საბჭოს ანგარიშგება, მონიტორინგი, თვითშეფასება;
ო ფონდების/დონორის მოძიება;
_ საქართველოს განათლების სამინისტროს, ფონდ "ჰორიზონ-ტისა" და "მერსი
ქორის" ერთობლივი პროექტი "სამეურვეო საბჭოს პროგრამა" (პროფ. ტარიელ
ფუტკარაძე იყო პროგრამის მრჩეველთა კოლეგიის თავმჯდომარე); 2003 წელს
საპილოტე სკოლებში პროფ. ტ. ფუტკარაძის მონაწილეობით ჩატარდა
ტრეინინგები სამეურვეო საბ-ჭოების ინსტიტუტის შესახებ (სტრუქტურა,
მიზნები, არჩევნები...); ჩვენს მიერ მომზადდა თემები:
ო სამეურვეო საბჭოს წევრთა ეთიკის ნორმები;
ო სკოლის მართვის რგოლებთან შეთანხმებული საქმიანობა;
ო წარმატებული სამეურვეო საბჭოს წევრის თვისებები;
ო სამეურვეო საბჭოს ძლიერი და სუსტი მხარეების, მოსალოდნელი საფრთხისა
და შესაძლებლობების ანალიზი;
ო სამეურვეო საბჭოს წევრთა შეხვედრების მომზადება (განცხადებისა და
დღის წესრიგის მომზადება, ოქმის წარმოება);
ო თემის რესურსების ანალიზი (ადამიანური და პროფესიონალური რესურსების
მონაცემთა ბაზის შედგენა);
ო თემში არსებული ადგილობრივი მომსახურების სახეების ანალიზი;
ო სკოლის/თემის პრობლემებისა და საჭიროებების ანალიზი;
ო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
ო ლიდერთა და სხვა პერსონაჟთა კომპეტენციების განსაზღვრა;
ო მონაცემთა ბაზის შემუშავება;
ო სკოლაში კონფლიქტების წარმოშობა და დარეგულირება.
_ "საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოციაციის" მიერ 2003 წელს
აგრეთვე მომზადდა სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნების სახ-ელმძღვანელო,
რომელიც საქართველოს 500-მდე სკოლას დაურიგდა. მასში წარმოდგენილი
არჩევნების პროცედურები შესაძლებელს ხდიდა სკოლის სამეურვეო საბჭოს
წევრთა არჩევნების ობიექტურად, გამჭვირვალედ და თანამონაწილეობის
პრინციპების დაცვით წარ-მართვას (მაგ.: არჩევნებამდე თემის
საინფორმაციო შეხვედრის ჩა-ტარება, ბიულეტინის ნიმუშის შემუშავება,
ხმების დათვლის პროცე-დურის გამარტივება და სხვ.). ბროშურის შედგენაში
მონაწილეობდნენ ხათუნა ჯავახაძე, მერი ელენ ჩათვინი (რომელიც იმ
პერიოდისათვის იყო ფონდი ”ჰორიზონტის” სოციალური პოლიტიკის მრჩეველი და
პროექტ ”სამეურვეო საბჭოს პროგრამის” კონსულტანტი) და პრო-ფესორი
ტარიელ ფუტკარაძე (პროექტის მრჩეველთა კოლეგიის თავმ-ჯდომარე).
• საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სამეცნიერო საგან-მანათლებლო
ცენტრი "ქალდეა" (ცენრტის ერთ-ერთი დამ-ფუძნებელი სამეცნიერო საბჭოს
წევრი); ცენტრის ფორატით პროფ. ტ.ფუტკარაძის ხელმძღვანელობით მომზადდა
საგანმა-ნათლებლო პროექტი "ქართველური ენა და კულტურა", რომ-ლის
საფუძველზე 2004-2005 წლებში საპატრიარქოს რადიო "ივერიის" პირდაპირი
ეთერით ყოველ სამუშაო დღეს გადაიცემოდა დიალოგები თვალსაჩინო
ქართველოლოგებთან და კავკასიოლოგებთან (ერთი ყოველკვირეული გადაცემის
ავ-ტორი და წამყვანი იყო ტ.ფუტკარაძე).
• საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული "საქართველოს საეკლესიო ენის
ცენტრის" სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (2005-2006);
ცენტრის ძირითადი მიზანია ქართ-ველთა ენობრივი და ეთნო-კულტურული
ისტორიის შესახებ არსე-ბული ობიექტური ცოდნის პოპულარიზება
საქართველოსა და საზღვარგარეთ.
• იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა
"კავკასიოლოგიური სერიიის" ფორმატით გამოსცა ოთხი ნაშრომი;
გამოსაქვეყნებლად ამზადებს სამეცნიერო ჟურნალს "იბერიულ-კავკასიური
სამეცნიერო ცენტრის მაცნე".
|