ტარიელ ალექსანდრეს ძე
ფუტკარაძე
პირადი
მონაცემები
განათლება და სამეცნიერო ხარისხები:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფა-კულტეტი; წარჩინებით;
1983 (გ.ტაბიძის სახელობის სტიპენდი-ანტი);
1984-1986 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი; ფილოლოგიის მეც-ნიერებათა
კანდიდატი (1987); (ქართული ენა - შიფრი: 10.02.02); ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი (1998); (ქართველური ენათმეცნიერება - შიფრი:
10.02.01)
თანამდებობა: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის დირექტორი; ქსუ ქართული ენის დე-პარტამენტის სრული
პროფესორი
სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართველური ენათმეცნიერება, ქართველი
ერის ენობრივ-კულტურული ისტორია, კულტურ-ოლოგია,
ლიტერატურათმცოდნეობა...
სამეცნიერო გრანტები:
1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტით დაფინანსე-ბული
არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პრო-ექტი "ქართული
დიალექტოლოგიური ტექსტების კორპუსი დიალექტოლოგიური ფრაზეოლოგიითურთ"
(1997-1998 წწ.);
2. ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის შედარე-ბითი
ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტოლოგიის სამეც-ნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო პროექტი "არმაზი" (სვანური და მეგრული
გამოქვეყნებული ტექსტები - ელექტრონულ მონაცემთა ბაზა). 2000 წ. 7
აგვისტო _ 2002 წ. 31 აგ-ვისტო;
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დაფინანსებული პროექტი "დასავლეთ საქართველოში არსებული თანამედროვე
ქართველური ენა-კილოების (მეგრული, ლაზური, სვანური, იმერული, რაჭული,
ქალაქური...), ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიის მონაცემთა
ელექტრონული ბანკის შექმნა (ტექსტები, ლექსიკონები, პრობლემური კვლევის
შედეგები...)" 2005 წ. ივნისიდან.
ა ვ ტ ო
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა
მე, ტარიელ ფუტკარაძე, დავიბადე 1960 წელს ზემო აჭარაში, შუახევში.
1976 წელს წარჩინებით დავამთავრე შუბნის საშუალო სკოლა. 1977 წელს
ვმუშაობდი შუახევის სტამბაში; 1983 წელს წარ-ჩინებით დავამთავრე ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ-ელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის
ფაკულტეტი; ვიყავი გალაკ-ტიონ ტაბიძის სახელობის სტიპენდიანტი.
1984-1986 წლებში ვსწავლობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1987 წელს დავიცავი
საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "სახელის ფორ-მაწარმოების
თავისებურებანი სამხრეთ-დასავლურ კილოთა მონაცემე-ბის მიხედვით"
(შიფრი: 10.02.02 - ქართული ენა). ამავე წლიდან მეც-ნიერ-თანამშრომლის
თანამდებობაზე მუშაობა დავიწყე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1989 წელს
ამირჩიეს საქართველოს ჰელსინკის კავშირის ქართული ენის კომისიის
თავმჯდომარედ.
1990 წელს მერაბ ბერიძესთან ერთად დავაფუძნე თბილისის ივანე
ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ-ციხის ფილიალი;
ვიყავი ქართული ენის კათედრის პირველი გამგე; პარალელურად, საათობრივი
წესით ლექციებს ვკითხულობდი თბი-ლისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1990 წლის 28 ოქტომბერს ამირჩიეს საქართველოს რესპუბ-ლიკის უზენაესი
საბჭოს წევრად.
1991 წლის მარტში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამ-ნიშნა ქალაქ
ბათუმის პრეფექტად.
1991 წლის 9 აპრილს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
წევრმა, ხელი მოვაწერე საქართველოს დამოუკიდე-ბლობის აღდგენის აქტს.
1991 წლის ივლისში ამირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის პასუხისმგე-ბელ მდივნად.
1991-92 წლების მიჯნაზე რუსეთის მიერ ინსპირირებული კრიმინალური პუტჩით
საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, როგორც ე.
შევარდნაძის უკანონო რეჟიმის მიერ საქართველოს დედაქალაქიდან
განდევნილი უზენაესი საბჭოს წევრი, ფაქტობრივად დავრჩი უმუშევარი,
თუმცა უზენაესი საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, ვაგრძელებდი მოღვაწეობას
საქართველოს რე-სპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის
კომისიაში; 2000 წელს ამირჩიეს დევნილობაში მყოფი საქართველოს
რესპუბ-ლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის
თავმ-ჯდომარედ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდი-უმის
წევრად.
აკად. თ. უთურგაიძისა და აკად. ქ. ლომთათიძის წარდგინებით ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკად. მ.
თოდუამ 1992 წლის ნოემბერში დამნიშნა უნივერ-სიტეტთან არსებული
ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად
(ამ თანამდებობაზე ვმუშაობ დღემდე).
სხვადასხვა დროს ვხელმძღვანელობდი დიალექტოლოგიურ ექ-სპედიციებს:
აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამე-გრელოში,
ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში. 1995 წლიდან ვარ ორ-განიზატორი
დიალექტოლოგთა, ეთნოლოგთა და ფოლკლორისტთა ყოველწლიური საერთაშორისო
სიმპოზიუმისა "ქუთაისური საუ-ბრები".
1996 წელს ჩემი რედაქტორობით გამოსვლა დაიწყო დიალექტოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აკადემიურმა ორგანომ "ქართველური
მემკვიდრეობა", სადაც ქვეყნდება ყოველწლი-ური სიმპოზიუმების
("ქუთაისური საუბრები") მასალები და დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მიერ
მომზადებული კომპლექსური (ლინგვისტური, ეთნოლოგიური, ფოლკლორული და
სხვა) ხასიათის ტექსტები სამეცნიერო აპარატურითურთ.
1996 წელს ქუთაისში დავაფუძნე "საქართველოს სახელმწიფო ენის საბჭო",
რომელიც 1997 წელს სტრუქტურულ ერთეულად შევიდა ახალშექმნილ საქართველოს
სახელმწიფო ენის პალატაში ქუთაისის სამმართველოს სახით; ვიყავი ამ
სამმართველოს პირველი ხელმძღვან-ელი.
1997-1998 წლებში ვმონაწილეობდი საქართველოს მეცნიერე-ბათა აკადემიის
გრანტით დაფინანსებულ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების
ინსტიტუტის პროექტში "ქართული დიალექტოლო-გიური ტექსტების კორპუსი
დიალექტოლოგიური ფრაზეოლოგიი-თურთ".
1998 წლის ნოემბერში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თე-მაზე:
"თანამედროვე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა” (შიფრი: 10.02.01 -
ქართველური ენები).
1999-2001 წლებში ჩემი რედაქტორობით გამოდიოდა
სა-ზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "ქუჯი"; 1998 წლიდან 2004 წლამდე
ასევე ჩემი რედაქტორობით გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული გაზეთი
"ქართული!.."
1999 წლის აპრილში ამირჩიეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ-ელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად.
2000 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმ-წიფო
უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მომენიჭა პროფესო-რის წოდება.
2000-2002 წლებში ჩემი მონაწილეობით განხორციელდა საერთაშორისო პროექტი
"არმაზი" (კავკასიური ენებისა და კულ-ტურების ელექტრონული
დოკუმენტირების საფუძვლები), კერძოდ: ვხელმძღვანელობდი გამოქვეყნებული
სვანური და მეგრული დიალექტოლოგიური ტექსტების ელექტრონული ვერსიის
შექმნას (იხ. ვებ-გვერდი: ჰტტპ://წწწ.ტიტუს.უნი-ფრანკფურტ.დე).
2001 წელს დავაფუძნე სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი "ქართველთა
(ქართველური) ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე"; ვარ ამ სამეცნიერო
ცენტრის ხელმძღვანელი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; ცენტრის
ფორმატით წლების მანძილზე ვატარებდი სა-ჯარო ლექციებს სამეგრელოსა და
იმერეთში თემაზე: "ქართველთა ენა და კულტურა"; ამავე ცენტრის ფორმატით
ვხელმძღვანელობდი ტრენ-ინგებს სკოლის მასწავლებელთათვის და სხვ.
2004 წელს კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად დავა-ფუძნე
"იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი"; ვარ ამ
ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
2004 წლის მაისში ხ. ჯავახაძესთან ერთად დავაარსე არასამთავ-რობო
ორგანიზაცია: "საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოცია-ცია"; ვარ ამ
ასოციაციის გამგეობის წევრი და მრჩეველთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2005
წლის მარტში ასოციაციამ "მერსი ქორთან" ერ-თად ქვემო ქართლში
განახორციელა პროექტი "გაუმჯობესებული სკოლა" (პროექტი დააფინანსა
"ბრითიშ პეტროლიუმმა"). 2005-2006 წლებში ასოციაცია ახორციელებს
საქართველოში ევროკომისიის წარ-მომადგენლობის მიერ დაფინანსებულ
პროექტს "მესხ რეპატრიანტთა ინტეგრაციის ცენტრი", რომლის მიზანია
რეპატრიირებული მოსახ-ლეობის სრული ინტეგრაცია; ამ პროექტის ფარგლებში
მესხეთიდან დეპორტირებულთა იანეთის დასახლებაში ერთი წლის განმავლობაში
თვეში ერთხელ ვკითხულობდი ლექციებს ქართული ენისა და კულ-ტურის
ისტორიის შესახებ; ამავე პროექტის ფარგლებში გამოიცა ჩემი გამოკვლევა
"მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა" (2005).
ვარ საპატრიარქოსთან არსებული სამეცნიერო ცენტრ "ქალ-დეას" ერთ-ერთი
დამფუძნებელი (ცენტრის დაფუძნების ბრძანება გა-მოსცა საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქმა); ამ ცენტრის ფორმა-ტით საქართველოს საპატრიარქოს
რადიო "ივერიაში" 2004-2005 წლებში დაფინანსების გარეშე
ვხელმძღვანელობდი რადიოპროექტს "ქართველური ენა და კულტურა" და, ამავე
დროს, კვირაში ერთხელ პირდაპირი ეთერით მიმყავდა გადაცემები.
2005 წლის ივნისი-დეკემბერში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
დააფინანსა ჩემი პროექტი "დასავლეთ საქართველოში არსებული თანამედროვე
ქართველური ენა-კილოების (მეგრული, ლაზური, სვანური, იმერული, რაჭული,
ქალაქური...), ზეპირსიტყ-ვიერებისა და ეთნოგრაფიის მონაცემთა
ელექტრონული ბანკის შექმნა (ტექსტები, ლექსიკონები, პრობლემური კვლევის
შედეგები...)".
2005-2006 სასწავლო წელს ხორციელდება ჩემ მიერ მომზადე-ბული ორი
სამაგისტრო პროგრამა: "ქართული სამწიგნობრო ენა" (აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში) და "ქართველური ენათმეცნიერება" (აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში; თანაავტორი: ასოც. პროფ.
მ. ნაჭყებია).
2006 წლის აგვისტოდან კონკურსის წესით არჩეული ვარ აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფა-კულტეტის ქართული ენისა და
ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტა-მენტის სრულ პროფესორად.
გამოქვეყნებული მაქვს ენათმეცნიერული ხასიათის 160-მდე სამეცნიერო
შრომა (მათ შორის მონოგრაფიები და სახ-ელმძღვანელოები) და 200-ზე მეტი
პუბლიცისტური წერილი. გარდა ამისა, შრომები მაქვს საქართველოს
ისტორიაში, ფოლკლორისტიკასა და ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
მყავს მეუღლე - ია ვახტანგის ასული ვაშაკიძე და სამი შვილი: ნათია,
რატი და ცოტნე. |